





Venoflex Kokoon Absolu-ს მაღალყელიანი წინდები (ხორცისფერი)
Venoflex Kokoon Absolu- ს წინდები კლასი 2 (20–36 mmHg კომპრესია) ეხმარება ვენური უკმარისობის მართვასა და პრევენციას, მათ შორის ვარიკოზის, ოპერაციის ან სკლეროთერაპიის შემდეგ მდგომარეობებს, ქრონიკულ შეშუპებას, ვენურ თრომბოზს და ქვედა კიდურების ლიმფოედემას.
199₾
Venoflex Kokoon Absolu შექმნილია მათთვის, ვისაც სჭირდება ძლიერი სამედიცინო კომპრესია და განსაკუთრებული კომფორტი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ფრანგული ბრენდის Thuasne-ის ეს პრემიუმ ხაზი აერთიანებს 20–36 mmHg გრადუირებულ კომპრესიას, რბილ მიკროფიბრასა და ელეგანტურ დიზაინს, რათა ეფექტურად დაეხმაროს ვენური პრობლემების მართვას და ფეხების ყოველდღიურ დაცვას.
Kokoon Absolu რეკომენდებულია გამოხატული ვარიკოზის, ქრონიკული ვენური უკმარისობის, შეშუპების, ვენური თრომბოზის პროფილაქტიკისა და პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდში. გრადუირებული კომპრესია ხელს უწყობს სისხლის უკეთ მიმოქცევას, ამცირებს ვენურ დატვირთვას და ამსუბუქებს სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნებას.
მთავარი უპირატესობები:
- 20–36 mmHg სამედიცინო კომპრესია
- რბილი და სუნთქვადი მიკროფიბრა
- ანატომიური ფორმა მაქსიმალური კომფორტისთვის
- ბრტყელი ნაკერები წნევის წერტილების შესამცირებლად
- გამაგრებული ქუსლი და წვერი მეტი გამძლეობისთვის
- ფრანგული დიზაინი და პრემიუმ ესთეტიკა
- ეფექტურობა ყველა სეზონზე
რბილი კომფორტი
სპეციალური მიკროფიბრა უზრუნველყოფს ნაზ შეგრძნებას კანზე და კომფორტს მთელი დღის განმავლობაში.ეფექტური მხარდაჭერა
გრადუირებული კომპრესია აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს შეშუპებასა და ვენურ დატვირთვას.ელეგანტური დიზაინი
დახვეწილი ვიზუალი და თანამედროვე მასალები საშუალებას გაძლევთ, სამედიცინო ეფექტურობა ყოველდღიურ სტილთან შეუთავსოთ.Venoflex Kokoon Absolu აერთიანებს ფრანგულ ხარისხს, სამედიცინო ეფექტურობასა და განსაკუთრებულ კომფორტს, რათა ვენური ჯანმრთელობის დაცვა გახდეს მარტივი და სასიამოვნო ყოველდღე.
გაფრთხილება
არ გამოიყენოთ:
- დაზიანებული კიდურის ძირითადი დერმატოლოგიური დაავადებების შემთხვევაში
- პერიფერიული არტერიული დაავადების (PAD) შემთხვევებში, ასვევ დეკომპენსირებული გულის
- უკმარისობის შემთხვევებში
- შორსწასული დიაბეტური მიკროანგიოპათიის შემთხვევებში
- დაზიანებული კიდურის მძიმე პერიფერიული ნეიროპათიის შემთხვევებში.
როგორ მუშაობს?
1გრადუირებული კომპრესია
15–20 mmHg სამედიცინო კომპრესია ქმნის მიზნობრივ წნევას კოჭის არეში, რაც ხელს უწყობს სისხლის ეფექტურ მოძრაობას გულისკენ და ამცირებს ვენურ დატვირთვას.
2კომფორტი და დაცვა ყოველდღიურად
ბამბის შიდა ქსოვილი ინარჩუნებს კანის ბუნებრივ ტემპერატურულ ბალანსს, უზრუნველყოფს სუნთქვადობასა და კომფორტს ხანგრძლივი ტარებისას.
3პროფილაქტიკა და მხარდაჭერა
რეგულარული გამოყენება ამცირებს ფეხების სიმძიმეს, შეშუპებასა და ვარიკოზის პროგრესირების რისკს რისკს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მოირგე კომპრესიული წინდა სწორად მეტი ეფექტისთვის
იხილეთ დეტალური ვიდეო პროდუქტის სწორად გამოყენებისათვის
როგორ მოვუაროთ პროდუქტს
გახსოვდეთ, თუ პროდუქტს სწორად მოუვლით, უფრო დიდხანს შეძლებთ მის გამოყენებას, თან მეტად შინარჩუნებს ეფექტურობას.

ფრთხილი რეცხვა
გარეცხეთ ხელით ან დელიკატურ რეჟიმზე დაბალ ტემპერატურაზე, რათა შენარჩუნდეს კომპრესიის ეფექტურობა.

სწორი გაშრობა
გააშრეთ ბუნებრივად, მოერიდეთ საშრობსა და პირდაპირ სითბოს წყაროებს.

ხარისხის შენარჩუნება
არ გამოიყენოთ მათეთრებელი ან ძლიერი ქიმიური საშუალებები, რათა მასალამ ელასტიურობა და კომფორტი შეინარჩუნოს.
შუკვეთე ონლაინ
პროდუქტი შეგიძლიათ შეიძინოთ სახლიდან გაუსვლელად, დარეკეთ კონსულტაციისთვის და ჩვენი წარმომადგენელი შეგირჩევთ სწორ პროდუქტს.
2026 Edisonmedi ©







