Thuasne Georgia

  • მთავარი
  • პროდუქტები
  • ჩვენს შესახებ
  • ბლოგი
  • …  
    • მთავარი
    • პროდუქტები
    • ჩვენს შესახებ
    • ბლოგი

    Thuasne Georgia

    • მთავარი
    • პროდუქტები
    • ჩვენს შესახებ
    • ბლოგი
    • …  
      • მთავარი
      • პროდუქტები
      • ჩვენს შესახებ
      • ბლოგი

      როგორ მუშაობს კომპრესიული წინდები?

      ვენური უკმარისობა არის მდგომარეობა, რომელიც სისხლის მიმოქცევის სისტემის მუშაობაზე აისახება. მისი ყველაზე თვალსაჩინო ნიშნებია ვარიკოზული ვენები, ასევე ფეხების შეშუპება, სიმძიმე და ტკივილი. ასეთ დროს ხშირად რეკომენდებულია კომპრესიული წინდების გამოყენება. როგორ მოქმედებს ისინი და რა სარგებელს გვაძლევს მათი ტარება? მოდი, აგიხსნით.

      შეარჩიე სასურველი კომპრესიული წინდა

      ვენური უკმარისობა დაკავშირებულია ვენური სარქველების ფუნქციის დარღვევასთან, რის გამოც სისხლის ნორმალური მიმოქცევა ფერხდება. შედეგად, სისხლი ქვედა კიდურებში გროვდება, რაც იწვევს ფეხების სიმძიმეს, შეშუპებასა და დისკომფორტს.

      მკურნალობისა და პროფილაქტიკის ერთ-ერთი მეთოდია კომპრესიული თერაპია, რომლის დროსაც გამოიყენება სპეციალური კომპრესიული წინდები. ისინი ფეხზე განაწილებული, კონტროლირებული ზეწოლის საშუალებით ხელს უწყობს ვენური სისხლის ზემოთ, გულის მიმართულებით, გადაადგილებას. შედეგად, ვენური სარქველები უფრო ეფექტურად მუშაობს, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და მცირდება სისხლის ქვედა კიდურებში დაგროვების რისკი.

      კომპრესიული წინდები ასევე ხელს უწყობს ფეხების შეშუპებისა და სიმძიმის შემცირებას და შეიძლება გამოყენებულ იქნას ვარიკოზული ვენების განვითარების პრევენციისთვის.

      ვის შეიძლება დასჭირდეს კომპრესიული წინდები?

      ფეხებში სისხლის მიმოქცევის პრობლემები ყოველთვის არ არის დაკავშირებული კონკრეტულ დაავადებასთან. ზოგჯერ ისინი გამოწვეულია ხანგრძლივი ჯდომით ან დგომით, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვით, ხანგრძლივი მგზავრობით ან ქვედა კიდურებზე გაზრდილი დატვირთვით.

      კომპრესიული წინდების გამოყენება განსაკუთრებით შეიძლება იყოს რეკომენდებული, თუ:

      • დიდხანს გიწევთ ჯდომა ან დგომა;
      • გაწუხებთ ფეხების ტკივილი, სიმძიმე ან დისკომფორტი;
      • გაქვთ ფეხების შეშუპება;
      • აღგენიშნებათ ვარიკოზული ვენები ან ობობას ქსელის მსგავსი წვრილი ვენები;
      • ხართ ფიზიკურად აქტიური ან დაკავებული ხართ სპორტით, რომელიც ფეხებზე დატვირთვას ზრდის;
      • სამსახურის ან ხანგრძლივი მგზავრობის გამო შეზღუდული გაქვთ მოძრაობა;
      • ორსულობის ან ჭარბი წონის გამო გაწუხებთ ქვედა კიდურების შეშუპება.

      კომპრესიული წინდები გამოიყენება ვენური დაავადებების პროფილაქტიკისა და მართვისთვის. კონკრეტულ შემთხვევებში ისინი შეიძლება დაინიშნოს მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ, რეაბილიტაციის პერიოდში.

      როგორ გამოვიყენოთ ქალისა და მამაკაცის კომპრესიული წინდები?

      კომპრესიული წინდები განკუთვნილია როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. მათი შერჩევისას მნიშვნელოვანია სწორი კომპრესიის კლასის განსაზღვრა, რადგან სხვადასხვა ხარისხის კომპრესია სხვადასხვა საჭიროებას შეესაბამება.

      RAL I კლასი უზრუნველყოფს შედარებით მსუბუქ კომპრესიას და ხშირად გამოიყენება პროფილაქტიკისთვის, მაგალითად, ხანგრძლივი მგზავრობის, ხანგრძლივი ჯდომის ან დგომის დროს.

      RAL II და III კლასის კომპრესია უფრო ძლიერი ზეწოლით ხასიათდება და, როგორც წესი, გამოიყენება ვენური უკმარისობისა და სხვა ვენური პრობლემების დროს ექიმის რეკომენდაციით, მათ შორის ქირურგიული ჩარევის შემდეგ.

      ქალისა და მამაკაცის კომპრესიული წინდების ჩაცმის პრინციპი მსგავსია. მათი ჩაცმა უმჯობესია დილით, დასვენებულ და ნაკლებად შეშუპებულ ფეხებზე. წინდა თანაბრად უნდა გადანაწილდეს ფეხზე ისე, რომ არ წარმოიქმნას ნაკეცები ან ზედმეტი მოჭერა.

      კომპრესიული წინდები, როგორც წესი, გამოიყენება დღის განმავლობაში და იხსნება ღამით. თუმცა, კონკრეტული სამედიცინო მდგომარეობის შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა განსხვავებული რეჟიმი გირჩიოთ.

      თანამედროვე კომპრესიული წინდები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერში და დიზაინში, ამიტომ მათი ყოველდღიურ ჩაცმულობასთან შეთავსებაც მარტივია.

      შეარჩიე სასურველი კომპრესიული წინდა

      Previous
      ღამის ფეხის მტკივნეული კრუნჩხვები — როგორ ავიცილოთ თავიდან?
      Next
      კომპრესიული წინდები ფრენის დროს — რატომ არის მათი გამოყენ...
       Return to site
      Cookie Use
      We use cookies to improve browsing experience, security, and data collection. By accepting, you agree to the use of cookies for advertising and analytics. You can change your cookie settings at any time. Learn More
      Accept all
      Settings
      Decline All
      Cookie Settings
      These cookies enable core functionality such as security, network management, and accessibility. These cookies can’t be switched off.
      These cookies help us better understand how visitors interact with our website and help us discover errors.
      These cookies allow the website to remember choices you've made to provide enhanced functionality and personalization.
      Save